Tuesday, July 19, 2016
მეცხრე დღე
ვიმუშავეთ გეგმაზე, შევქმენი შეფასების რუბრიკები:საკვანძო კითხვების შეფასების რუბრიკა, გაზეთის შეფასების რუბრიკა, ასევე დიფერენცირებული სწავლებისათვის სხვადასხვა სიძლიერის სქემები. ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიო ავტვირთე ბლოგზე.
Saturday, July 16, 2016
მერვე დღე
განვიხილეთ, თუ როგორ ხდება ბლოგზე ატვირთვა სხვადასხვა ნამუშევრის. ავტვირთე ბუკლეტი და მოსწავლის გაზეთი. შევაჯერეთ გეგმის შაბლონი თავიდან ბოლომდე. გეგმაში მოვნიშნე პროექტისთვის საჭირო რესურსები. განვიხილე პროექტის შეფასების რუბრიკა.
Thursday, July 14, 2016
მეშვიდე დღე
დღევანდელი დღე დავიწყეთ გაზეთის პრეზენტაციით. შევქმენი პროექტის თემის შესაბამისი დიაგრამა. გავეცანი შეფასების ოთხ სტრატეგიას, ავირჩიე შესაბამისი მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით.გავეცანი საინფორმაციო ბიულეტინის კოლაბორატიულ შეფასებას.
Thursday, July 7, 2016
მეხუთე დრე
ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები და შედეგები. გავეცანი განმავითარებელი შეფასების ოთხ მიზანს, განმსაზღვრელი შეფასების ერთ მიზანს. ავირჩიე წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრატეგია,წინარე ცოდნის დადგენის მეთოდი და მოვარგე ჩემს თემას. ვიმუშავე შეფასების გეგმის ეტაპზე და მოვახდინეთ არჩეული მეთოდის რედაქტირება. გავეცანი გამოყენებული ლიტერატურის მარტივ ფორმატს.
Monday, July 4, 2016
მეოთხე დღე
დავიწყე ბლოგზე მუშაობა და ინფორმაცია განვათავზე ბლოგზე. ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, ვიმსჯელეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ და ჩავწერე გეგმის შესაბამის გრაფაში, ასევე შევავსეთ მიზნებისა და შედეგების გრაფა.
Sunday, July 3, 2016
მესამე დღე
მოვახდინეთ ბუკლეტების პრეზენტაცია და მისი უკუკავშირი,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე სტანდარტების დახმარებით, განვიხილეთ ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
მეორე დღე
შევაჯამეთ წინა სესიაზე განხილული საკითხები, ავირჩიე პროექტის თემა,გავეცანი ბუკლეტების ნიმუშებს,შევადგინე ბუკლეტის ჩეკლისტი,ვისაუბრეთ ბუკლეტის შექმნასა და გაფორმებაზე,დავიწყე ბუკლეტის შექმნაზე მუშაობა.
Subscribe to:
Posts (Atom)